თავში

საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის" განცხადებას ავრცელებს

საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის" განცხადებას ავრცელებს
საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის განცხადებას ავრცელებს

ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავენ. 

მათ, ვინც განცხადების შინაარსს იზიარებს, საინიციატივო ჯგუფი - „ხელოვნების მუზეუმისთვის“ ელექტრონული ხელმოწერების დაფიქსირებას სთავაზობს.

"2021 წლის 5 აგვისტოს, თბილისში, პუშკინის სკვერში, საინიციატივო ჯგუფის - „ხელოვნების მუზუემისთვის“ ორგანიზებით, ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოსულმა ადამიანებმა ხელი მოაწერეს ქვემოთ წარმოდგენილ განცხადებას. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა აქციაზე მოსვლა და ხელმოწერის დაფიქსირება. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 9 აგვისტოდან, 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, გაგრძელდება განცხადების მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ელექტრონული სახით. გთხოვთ, მათ ვინც ვერ შეძლო აქციაზე მოსვლა, მაგრამ იზიარებს განცხადების შინაარსს, ხელი მოაწეროთ განცხადებას!

პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი - „ხელოვნების მუზეუმისთვის“

განცხადების ტექსტი:

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია. ერთის მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის საჯარო განცხადებები, მუზეუმში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და მეორეს მხრივ საპატრიარქოს პოზიცია ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ რეალურ საფრთხეს უქმნის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ეროვნულ საგანძურსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნილი კატეგორიის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას, როგორც ერთიან მთლიანობას. სამუზეუმო კოლექციების დაშლა დაუშვებელია!

მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლნებით და მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს, როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:

1. მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით, უზრუნველჰყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი;

2. წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა;

3. პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს;

სამინისტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის, ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

ასევე, აღნიშნულ განცხადებაზე ხელისმომწერ ადამიანებს მიგვაჩნია, რომ შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონონდ და დაუსაბუთელბლად გათავისუფლედნენ დაკავებული თანამდებობიდან" - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system