თავში

საქართველოს კანდიდატი ფილმები "ოსკარზე"

საქართველოს კანდიდატი ფილმები "ოსკარზე"
საქართველოს კანდიდატი ფილმები ოსკარზე

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (პეკინის #40) სპეციალური კომისია გამოავლენს საქართველოს კანდიდატ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. 

როგორც report.ge-ს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, კომისია გადაწყვეტილებას კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  1. “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
  2. “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
  3. “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 17:00 საათზე გამოცხადდება, მანამდე კი ღონისძიება დახურული იქნება მედიისთვის. 

სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:

  • ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
  • ოთარ ბუბაშვილი
  • გოგი გვახარია
  • ლაშა ბაქრაძე
  • ნანა დოლიძე
  • რამაზ ხოტივარი
  • ალეკო ცაბაძე
  • გიორგი შველიძე
  • სალომე დემურია
  • ია შუღლიაშვილი
  • მაკო ჭილაშვილი
  • ანა ჭყონია
  • მარიამ ხაჭვანი
  • ვაკო კირკიტაძე
  • ლაშა ცქვიტინიძე
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system