თავში

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები დაათვალიერეს

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები დაათვალიერეს
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები დაათვალიერეს

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ანჟეი დუდამ დღეს ორბელიანების სასახლეში კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ ქუთაისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა დაათვალიერეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქუთაისში აიეტის პერიოდის კოლხეთის დედაქალაქი აღმოაჩინა, რომელიც ძვ. წ. 14-11 საუკუნეებით თარიღდება.

კვლევა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარეობს და როგორც კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი აცხადებს, დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალაქი არგონავტიკის პერიოდს განეკუთვნება. მისივე თქმით, ეს ქუთაისის უძველესი ისტორიის პირველი მეცნიერული დადასტურებაა, ასევე, დასტურდება ანტიკური პერიოდის ისტორიკოსებისა და მოგზაურების ვარაუდი, რომ ქუთაისი ძველი კოლხეთის დედაქალაქი იყო.

„ეს პირველი დასტურია იმისა, რომ არგონავტიკის მითოლოგიას შეიძლება, ისტორიული საფუძველი გააჩნდეს, როგორც ეს ტროას შემთხვევაში მოხდა. როგორც ჩანს, აიეტის, მედეას, ოქროს საწმისისა და ოქრომრავალი კოლხეთის მითის მიღმა ისტორიული სინამდვილე იმალება, რომელსაც ინტენსიური სამეცნიერო კვლევები სჭირდება. საქართველო ემზადება, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინოს ეს სენსაციური აღმოჩენა და შემდგომ კვლევებში ჩართოს მსოფლიოს წამყვანი არქეოლოგიური-სამეცნიერო კვლევითი ცენტრები“, – განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

ქუთაისში კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი 2018 წლიდან მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system