თავში

საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი - გურამ გვასალია

საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, პრეზიდენტობის
საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი - გურამ გვასალია

Vetements-ის გენერალური დირექტორი გურამ გვასალია ქართული FORBES-ის იანვრის ნომრის მთავარი გმირია. ინტერვიუში გვასალია აინშტაინის სიტყვებს იხსენებს, იგავ-არაკებს ჰყვება და პანდემიის შედეგებზე მსჯელობს.

"ცხოვრებაში, ყოველთვის კარგია, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა სცენარისათვის ხარ მზად. პანდემიამ გვასწავლა, რომ თუ საკმარისად მონდომებით იმუშავებ, საჭირო გადაწყვეტებსაც იპოვი. ჩვენი ბიზნეს-მოდელი ადაპტირდა არსებულ სიტუაციასთან, გავაუმჯობესეთ მომარაგების ქსელი, გავაძლიერეთ ურთიერთობა ჩვენს მწარმოებლებსა და შემსყიდველ პარტნიორებთან. რეალურად, მოვახერხეთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაგვეუმჯობესებინა", - ამბობს გურამი.

ინტერვიუში გვასალია საქართველოზეც ვრცლად საუბრობს.

"საქართველოს კულტურა ფენომენალურია, თუმცა, ის ასევე მეტად მოშვებულს გვხდის. შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის შეგვიძლია მეგობრების და ოჯახის იმედი გვქონდეს. ევროპაში ადამიანური ურთიერთობები არ არის ის, რასაც შეგიძლია დაეყრდნო, მისი იმედი გქონდეს. აქ შენ მარტო ხარ და ერთადერთი რამ, რასაც დახმარება შეუძლია გულმოდგინე შრომა და საქმისადმი თავდადებაა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი სურათი გქონდეს წარმოდგენილი, თუ რა გინდა ცხოვრებაში. და რაც გინდა, არ შეიძლება იყოს ფულით სავსე ჩემოდანი. ფული მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა, მაგრამ ის არასოდეს უნდა იყოს თვითმიზანი. იოცნებეთ ლამაზ სახლზე, კარიერაზე. იოცნებეთ იმაზე რის შესაძენადაც ფული გჭირდებათ", - ამბობს გურამი.

კითხვაზე: როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში რომ დარჩენილიყავით? - გვასალია პასუხობს:

"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. ეს მაძლევს ძალას და გადარჩენის ძლიერ ინსტიქტს. “რა მოხდება” არასოდეს არის კარგი კითხვა. თუ რამე ხდება, ეს უმიზეზოდ არ ხდება.

თუმცა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი". 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system