თავში

საკრებულოში წიგნის "შეიყვარე შენი თავი“ პრეზენტაცია გაიმართა

საკრებულოში წიგნის "შეიყვარე შენი თავი“ პრეზენტაცია გაიმართა
საკრებულოში წიგნის შეიყვარე შენი თავი“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, მარიკა დარჩიას ინიციატივით და საბჭოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „შეიყვარე შენი თავი“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც წიგნის პრეზენტაციაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ განაცხადა, საინტერესო კონცეფციის პროექტი შეიქმნა, რომელსაც გაგრძელება ექნება. მისივე ინფორმაციით, თავიდან გამოიცა ელექტრონული წიგნი გოგონების ისტორიების შესახებ, რომლის ავტორებმაც საკრებულოს გენდერულ საბჭოს მიმართეს მხარდაჭერისთვის.

„გამოჩნდა იდეა, რომ გამოცემულიყო წიგნი, რომელშიც გოგონების ისტორიების შესახებ მიმემართა კაცი მწერლებისთვის, რომლებიც დაწერდნენ ესეებს. ორი თვე ვიმუშავეთ ამ პროექტზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოვიდა. ვგეგმავთ, რომ პროექტი გაგრძელდება სხვა ისტორიებით“, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.

წიგნში მოთხრობილია სხვადასხვა ასაკის გოგონების ისტორიები. ეს არის ამბები იმაზე, თუ როგორ დაამარცხეს მათ კომპლექსები, გაარღვიეს საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები.

ყოველ ისტორიას კაცი მწერლების საინტერესო ამბები მოსდევს, რომლებიც გოგონების მონათხრობის გავლენით არის დაწერილი. ამ მოთხრობების ავტორები არიან: ბასა ჯანიკაშვილი, დავით გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, ირაკლი შამათავა, ტორესა მოსი.
პროექტის სამი ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

თავდაპირველად, მულტიმედია პლატფორმამ GrlzWave-მ შექმნა თამამი ქალების ისტორიები, რომელის ელექტრონული ვერსია The Body Shop-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. პროექტის ავტორებმა თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს მარიკა დარჩია მხარდაჭერისთვის მიმართეს. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა წიგნი „შეიყვარე შენი თავი“.

თბილისის საკრებულოში წიგნის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს წევრები, პროექტის შემქმნელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ავტორები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system