თავში

"საკუთარ ფილმებს არ ვუყურებ" - ანელინა ჯოლი

"საკუთარ ფილმებს არ ვუყურებ" - ანელინა ჯოლი
საკუთარ ფილმებს არ ვუყურებ - ანელინა ჯოლი

46 წლის ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ საკუთარი მონაწილეობით ფილმებს არ უყურებს. ამის შესახებ მან რადიო Nova-ს  წამყვანთან საუბრისას განაცხადა. 

მსახიობის თქმით, იგი ფილმების ყურებას მისი შექმნის პროცესს ამჯობინებს. გარდა ამისა, ჯოლი თვლის, რომ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულია და ურჩევნია საბოლოო შედეგი არ ნახოს.

ამ დროისთვის, ანჯელინა ჯოლის ანგარიშზე 45 ფილმია, მათგან უმეტესობაში მსახიობმა  მთავარი როლები შეასრულა.

მისი ბოლო ფილმი Marvel-ის "მარადიულებია", სადაც ჯოლი მეომარ თენას როლს ასრულებს. მსახიობის თქმით, მისი შვილები ნამუშევრით აღფრთოვანებულნი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system