თავში

სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხე-კომპლექსი დაათვალიერა

სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხე-კომპლექსი დაათვალიერა
სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხე-კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხე-კომპლექსი დაათვალიერა. ამით ის განაგრძობს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილმა მეფე ვახტან გორგასლის მიერ აშენებული უჯარმის ციხის მონახულების მიზანი მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და აღნიშვნაა.

ვიზიტორებს უკვე 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯარმის ციხის კომპლექსი.

"ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, როცა ეტაპობრივად იხსნება მუზეუმები და მუზეუმ -ნაკრძალები, საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს, როგორც უცნობი ასევე, ფუნდამენტური მნიშვნელობის ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულებას და საზოგადოებასაც შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტს კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა; განვლილი სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისაგან. ასევე სრულად აღდგა და ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები.

სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება.

"წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება.

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება",- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system