თავში

"სამეფო კარის თამაშების" ანიმაციური სერიალის შექმნა უკვე დაიწყო

"სამეფო კარის თამაშების" ანიმაციური სერიალის შექმნა უკვე დაიწყო
სამეფო კარის თამაშების ანიმაციური სერიალის შექმნა უკვე დაიწყო

"სამეფო კარის თამაშების" ანიმაციის შექმნა უკვე საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ  HBO Max-მა განაცხადა.

დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ჯერჯერობით პოტენციურ ანიმაციურ სერიალზე დამტკიცებული არაა არც-ერთი მსახიობი, სცენარისტი ან რეჟისორი.

WarnerMedia  შოუს დამთავრების შემდეგ ცდილობს "GOT-ის" სამყაროს გაფართოვებას. ანიმაციური სერიალის გადაღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მანამდე კი, როგორც ცნობილი ხდება, ჯორჯ მარტინის ნოველების მიხედვით "სამეფო კარის თამაშების" პრიქველსაც გადაიღებენ. HBO პროექტზე უკვე მუშაობს და სავარაუდოდ შოუ დღის შუქს 2022 წელს იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system