თავში

სამხრეთ კორეაში Squid Game-ს რეალურ ცხოვრებაში თამაშობენ

სამხრეთ კორეაში Squid Game-ს რეალურ ცხოვრებაში თამაშობენ
სამხრეთ კორეაში Squid Game-ს  რეალურ ცხოვრებაში თამაშობენ

სამხრეთ კორეაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო Squid Game-ის რეალურ ცხოვრებაში თამაშისთვის გადააკეთეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა 9GAG წერს.

სასტუმრო 24 ოქტომბერს გაიხსნება. ნომრის დაჯავშნის და შესაბამისად თამაშში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ მსურველს აქვს. წინასწარი ჯავშნის ღირებულება 8.39 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ყველა ადგილი დაკავებულია, სასტუმრო ზუსტად ორ დღეში სრულად დაიჯავშნა.

თამაშის მონაწილეები უჩვეულო სავიზიტო ბარათს მიიღებენ და თამაშის დასაწყებად სასტუმროს მახლობლად მდებარე ტყეში წასვლა მოუწევთ, სადაც ერთმანეთს ოთხ თამაშში შეეჯიბრებიან. ერთადერთი და მთავარი, რაც მას სერიალისგან განასხვავებს არის ის, რომ თამაშიდან გავარდნილ მონაწილეებს არ მოკლავენ, ისინი თამაშს უბრალოდ გამოეთიშებიან. 

გამარჯვებულს კი ჯილდოს სახით 5 მილიონი ვონი ($4,178) გადაეცემა.

"კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა. კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს.

სტრიმინგ სერვისმა Netflix--მა სამხრეთ კორეული სერიალის "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა.

ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system