თავში

"სამწუხაროდ, ვარძია "ევროპის რჩეული" ვერ გახდა" - საყდრისის კომიტეტი

"სამწუხაროდ, ვარძია "ევროპის რჩეული" ვერ გახდა" - საყდრისის კომიტეტი
სამწუხაროდ, ვარძია ევროპის რჩეული ვერ გახდა - საყდრისის კომიტეტი

"ვარძია "ევროპის საზოგადოების რჩეული" ვერ გახდა!" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ფაქტით სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულება დასტურდება.

"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებას!

21-24 სექტემბერს ვენეციაში გამართულ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე "ევროპის საზოგადოების რჩეული ძეგლის" გამარჯვებული გამოვლინდა. 

წელს სხვა ძეგლებთან ერთად ევროპის რჩული ძეგლის სტატუსისთვის მუზეუმ-ნაკრძალი ვარძიაც იბრძოდა. მას შემდეგ რაც 25 მაისს მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის საკონსერვაციო პროექტი, როგორც წლის საუკეთესო პროექტი "ევროპა ნოსტრას" ჯილდოს მფლობელი გახდა, ვარძია "ევროპის საზოგადოების რჩეული ძეგლის" ნომინანტებში მოხვდა.

სამწუხაროდ, წელს ქართული უნიკალური ძეგლი "ევროპის რჩეული" ვერ გახდა.

ვინაიდან გამარჯვებული ხმის მიცემით ვლინდება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ამ უნიკალური ძეგლის მხარდასაჭერად ხმების მობილიზაციისთვის შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და სხვადასხვა ღონისძიებები ჩაეტარებინა, რაც არ განახორციელა. 

მეტიც , ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ვენეციაში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტს საქართველოს დელეგაცია საერთოდ არ ესწრებოდა.

"საყდრისის კომიტეტის" აქტივისტებმა 2021 წლის 26 მაისს მოხალისეობრივი კამპანია "ჩემი ხმა ვარძიას" დაიწყეს და 5 თვის განმავლობაში 75,000-მდე ადამიანს მიაწვდინეს ხმა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებას საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. 

ვენეციის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სამიტის შესახებ მეტ ინფორმაციას "საყდრისის კომიტეტი" მოგვიანებით მოგაწვდით. 2019 წლის ივნისში "საყდრისის კომიტეტმა" დაიწყო კამპანია - "ჩემი ხმა მუცოს", რომელიც მიზნად ისახავდა მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

2019 წლის 29 ოქტომბერს პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელი მუცო ევროპის "საზოგადოების რჩეული" ძეგლი გახდა. კამპანია "ჩემი ხმა მუცოს" ფარგლებში ივნისიდან სექტემბრამდე "საყდრისის კომიტეტიმა" ხმა მიაწვდინა 84,393 ადამიანს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system