თავში

სანდრო ნიკოლაძის მუსიკა თეატრისათვის ალბომად გამოიცა

​სანდრო ნიკოლაძის მუსიკა თეატრისათვის ალბომად გამოიცა
სანდრო ნიკოლაძის მუსიკა თეატრისათვის ალბომად გამოიცა

ქართველი მუსიკოსის და კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის მუსიკა თანამედროვე თეატრისათვის ერთ ალბომად გამოიცა. პრეზენტაცია დღეს მოძრაობის თეატრში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ცოცხალ მუსიკასა და თეატრალურ პეროფორმანსებს მოიცავს.

ალბომი, სახელად „არიელი“ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციისა და Bრავო ღეცორდს-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.

„საქართველოში, არცთუ ისე ბევრ თეატრს ჰყავს კომპოზიტორი, რომელიც სპექტაკლებისთვის საავტორო მუსიკას წერს. მოძრაობის თეატრი ამ მხრივ ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სპექტაკლებისთვის მუსიკას ისეთი გამორჩეული კომპოზიტორი წერს, როგორიცაა სანდრო ნიკოლაძე",- ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე.

სანდრო ნიკოლაძე სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობდა სუხიშვილების ეროვნულ ანსამბლთან და სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system