თავში

საოჯახო ანსამბლებმა თბილისში კონცერტი გამართეს

​საოჯახო ანსამბლებმა თბილისში კონცერტი გამართეს
საოჯახო ანსამბლებმა თბილისში კონცერტი გამართეს

ფესტივალ "ხალხური საღამოების" ფარგლებში, საოჯახო ანსამბლებმა თბილისში კონცერტი გამართეს. ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს,

მისი ცნობით, მომღერალმა ოჯახებმა თბილისიდან მელაძეებმა, ვეშაპიძეებმა, ურუშაძეებმა, თოდუებმა, მიჩილაშვილებმა, დუშეთიდან გორელიშვილებმა და ბიძინაშვილების საოჯახო ანსამბლმა კახეთიდან თავი მოუყარეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს და შეასრულეს წლების განმავლობაში, თაობიდან თაობაზე გაზიარებული ქართული, ტრადიციული სამუსიკო ფოლკლორი.

"საოჯახო ანსამბლების საზოგადოებისთვის გაცნობა, პანდემიის დროს ექსპრომტად გაჩენილი იდეა-პროექტია, რომელიც ონლაინ-კონცერტების ფორმით დაიბადა და ძალიან მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამიტომ საოჯახო ანსამბლების კონცერტებმა ოზურგეთსა და თბილისში სრული ანშლაგით ჩაიარა.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

კონცერტები ღია ცის ქვეშ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით იმართება და დასწრება თავისუფალია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system