თავში

საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

​საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა
საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალექსანდრე ხომერიკი 1977 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტობის დროს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში ჩაირიცხა. 1981–1982 წლებში სტაჟირება მილანის „ლა სკალაში“ გაიარა. მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორისაა: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი(ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა.

1993 წლიდან ალექსანდრე ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system