თავში

სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების თიზერი გამოაქვეყნა - VIDEO

​სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების
სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის სექსი დიდ ქალაქში გაგრძელების თიზერი გამოაქვეყნა - VIDEO

2020 წლის დეკემბერში გაჩნდა ჭორები, რომ პოპულარულ სერიალს "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელება ექნება. აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლეა. პროექტის დაბრუნება სოციალურ ქსელებში სარა ჯესიკა პარკერტმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა დაადასტურეს. სერიალში ისინი ისევ ითამაშებენ ნიუ-იორკელ დაქალებს კერი ბრედშოუს, მირანდა ჰობსსა და შარლოტა იორკს. სამანტას როლის შემსრულებელი კიმ კეტროლი კი პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს.

სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების თიზერი "ინსტაგრამზე" სარა ჯესიკა პარკერმა გამოაქვეყნა.

ახალ შოუს "And Just Like That…" 10 ეპიზოდი ექნება. მისი აღმასრულებელი პროდიუსერი ისევ მაიკლ პატრიკ კინგი იქნება. პრემიერის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, "სექსი დიდ ქალაქში" HBO-ს ეთერში 1998 წელს გამოვიდა. ჯამში მაყურებელმა 6 სეზონი იხილა. 2004 წელს სერიალი დასრულდა, 2008 და 2010 წლებში კი ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system