თავში

"სექსი დიდ ქალაქში" ახალი სეზონის დეტალები ცნობილი გახდა

"სექსი დიდ ქალაქში" ახალი სეზონის დეტალები ცნობილი გახდა
სექსი დიდ ქალაქში ახალი სეზონის დეტალები ცნობილი გახდა

მედიაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ სიუჟეტის დეტალები გავრცელდა. როგორც ირკვევა, ახალ სერიალში მთავარი გმირი კერი ბრედშოუ ქმართან განქორწინების გადატანას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კერი და მისტერ ბიგი დაშორების პერიპეტიებზეა, მისტერ ბიგი სერიალში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობმა კრის ნოტმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2020 წლის დეკემბერში გაჩნდა ჭორები, რომ პოპულარულ სერიალს "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელება ექნება და სარა ჯესიკა პარკერმა გაგრძელების თიზერი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

სარა ჯესიკა პარკერმა,მოგვიანებით, მაყურებელს სერიალის დეტალების შესახებ უამბო. მსახიობმა აღნიშნა, რომ სერიალთან დაკავშირებული ყველა დეტალი მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, დანამდვილებით იცის, რომ კორონავირუსის პანდემია სერიალის სიუჟეტის ნაწილი იქნება. 

 "სექსი დიდ ქალაქშის" გაგრძელებაში არაბინარულ პერსონაჟიც შემოვა. ამ როლს სარა რამირესი შეასრულებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც თავის თავს გენდერულად ნეიტრალურ ადამიანად აღიქვამს.

ახალი სერიალი 10 -ეპიზოდიანი იქნება, გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system