თავში

სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი კადრები გამოქვეყნდა - PHOTO

სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი კადრები გამოქვეყნდა
სერიალ ბეჭდების მბრძანებლის პირველი კადრები გამოქვეყნდა - PHOTO

Amazon-მა სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" გამოსვლის თარიღი გამოაქვყენა. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 2022 წლის 2 სექტემბერს გაიმართება, ახალი სერიები კი ყოველკვირეულად გამოვა.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა სერიალის პირველი კადრებიც.

Amazon-ის ცნობით, სერიალი ნაცნობ და ახალ პერსონაჟებს გააერთიანებს.

ჯონ ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებლის" წიგნებზე დაფუძნებული ფანტასტიკური სერიალის "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი სეზონი ამერიკულ კომპანია Amazon Studios-ს 465 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

სტუდია ახალ ზელანდიაში სერიალის ხუთი სეზონის გადაღებას გეგმავს. გარდა ამისა, Amazon Studios-მა შესაძლოა სერიალების სპინ-ოფებიც გამოუშვას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system