თავში

სერიალ "თოვლისმჭრელის" მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

სერიალ "თოვლისმჭრელის" მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა
სერიალ თოვლისმჭრელის მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

ინტერნეტში ტელეარხ TNT-ს მძაფრსიუჟეტიანი სერიალის "თოვლისმჭრელის" მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა.

სერიალის ძირითად თემას სოციალური უთანასწორობა წარმოადგენს. მოქმედება გამყინვარებიდან 7 წლის შემდეგ ვითარდება. ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი ადამიანები მატარებელში ცხოვრობენ, რომელიც დედამიწის გარშემო შეუჩერებლად მოგზაურობს.

მატარებლის გაჩერება სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან ნიადაგი კვლავ ყინულით არის დაფარული, თუმცა სერიალის პირველი სეზონი სწორედ ამ კადრებით სრულდება - მატარებელი ლიანდაგზე სვლას ანელებს და ვაგონიდან ერთ-ერთი მგზავრი მიწაზე ფეხს დგამს.

სამსახიობო შემადგენლობას მეორე სეზონში მსახიობი შონ ბინი შეუერთდება.

სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 25 იანვარს შედგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system