თავში

სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ერთი სერია COVID-19-ს დაეთმობა

სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ერთი სერია COVID-19-ს დაეთმობა
სერიალში სექსი დიდ ქალაქში ერთი სერია COVID-19-ს დაეთმობა

მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა, რომელიც სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მაყურებელს სერიალის დეტალების შესახებ უამბო. 

მსახიობმა აღნიშნა, რომ სერიალთან დაკავშირებული ყველა დეტალი მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა, დანამდვილებით იცის, რომ კორონავირუსის პანდემია სერიალის სიუჟეტის ნაწილი იქნება. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ HBO Max პოპულარული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელებას გეგმავს. პროექტის დაბრუნება სოციალურ ქსელებში სარა ჯესიკა პარკერტმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა დაადასტურეს. სერიალში ისინი ისევ ითამაშებენ ნიუ-იორკელ დაქალებს კერი ბრედშოუს, მირანდა ჰობსსა და შარლოტა იორკს. სამანტას როლის შემსრულებელი კიმ კეტროლი კი პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს.

"სექსი დიდ ქალაქში" HBO-ს ეთერში 1998 წელს გამოვიდა. ჯამში მაყურებელმა 6 სეზონი იხილა. 2004 წელს სერიალი დასრულდა, 2008 და 2010 წლებში კი ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system