თავში

"შიდნისს" სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

"შიდნისს" სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ
შიდნისს სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ქართულ ფილმს "შინდისი" ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ. დიტო ცინცაძის ნამუშევარის სეანსები 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან მიაწოდეს. 

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას. წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.

ფესტივალი 15-25 იანვარს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system