თავში

"შინდისი" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა - PHOTO

"შინდისი" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა - PHOTO
შინდისი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა - PHOTO

ფილმი "შინდისი" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. ფილმმა ასევე დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო, რომელიც “შინდისის” რეჟისორ დიმიტრი ცინცაძეს გადასცეს.

“შინდისი” გადაღებულია სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.

მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ.

“შინდისი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლუბუსის კამპანიაშია ჩართული და ამერიკის კინოაკადემიის ნომინაციისთვის იბრძვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system