თავში

"შინდისის“ ჩვენება 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართება

"შინდისის“ ჩვენება 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართება
შინდისის“ ჩვენება 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართება

7 და 8 აგვისტოს მხატვრული ფილმი „შინდისი“ ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტ ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს.

„რაც მთავარია, ყველა სეანსი იქნება თავისუფალი, ანუ აბსოლუტურად უფასო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ასევე ემიგრანტმა ნახოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ფილმის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო! „ისტორია რომელიც უნდა გვახსოვდეს“… ქვეყნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით…“, – წერს ედმონდ მინაშვილი.

მისივე ცნობით, 8 აგვისტოს ფილმი ლისზე იქნება ნაჩვენები.

ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system