თავში

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ჰინდი ენაზე გამოიცა

შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ჰინდი ენაზე გამოიცა
შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ჰინდი ენაზე გამოიცა

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, ცნობილი გამომცემლობის, Yatra Books-ის მიერ პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir). ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოემის თარგმანი ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს, დოქტორ ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს ეკუთვნის, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა შექმნა.

წიგნის შეძენა როგორც ინდოეთის წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად არის შესაძლებელი.

„აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოსა და ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“, ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system