თავში

შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფი
შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, დღეს შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება სახელწოდებით “მოუსმინე სიჩუმეს”.

ფილმი გვიამბობს სმენადაქვეითებული ბიჭის შესახებ, რომელიც ოცნებობს იცეკვოს სცენაზე და შეაბიჯოს ახალ სამყაროში.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა 2016 წელს ლაიფიციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი სექცია „მომავლის ოსტატები“-ს გამარჯვებული გახდა და „ოქროს მტრედით“ დაჯილდოვდა.
„მოუსმინე სიჩუმეს“ ქართული პრემეირა გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

2016 – 2017 წლებში მარიამ ჭაჭიას ფილმი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე. საბერძნეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოლიმპია“ ფილმი ორგზის გამარჯვებული გახდა. მან მოიპოვა ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის. ასევე გადაეცა ბერძნული პარლამენტის მიერ სპეციალურად დაწესებული პრიზი – Human Values Award. ბელგრადის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე კი „მოუსმინე სიჩუმეს“ საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.

ფილმის ბმული გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 14 ივნისის დადგომისთანავე და ხელმისაწვდომი იქნება 20 ივნისის ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system