თავში

შვილობილზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულები ვუდი ალენზე ფილმი მალე გამოვა

შვილობილზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულები ვუდი ალენზე ფილმი მალე
შვილობილზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულები ვუდი ალენზე ფილმი მალე გამოვა

ამერიკელი კინორეჟისორი და ოსკარის ლაურეატი ვუდი ალენი საჯაროდ გამოეხმაურა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პედოფილიის შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის, როგორც კინორეჟისორის რეპუტაციაზე.

1992 წელს ალენმა და მსახიობმა მია ფეროუს ნაშვილებმა ქალიშვილმა შვიდი წლის დილანმა დედას უთხრა, რომ რეჟისორი "შეუსაბამოდ იქცეოდა". ამის შესახებ პოლიციამ შეიტყო და შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალი დაიწყო.

ალენი აცხადებს, რომ ის  უდანაშაულოა და ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

”მათ ურჩევნიათ, სჯეროდეთ ჩემი ძალადობის ფაქტი, ვიდრე ის რომ ამის ალბათობა დაბალია, დილანისთვის არაფერი დამიშავებია", - აცხადებს ვუდი ალენი.

ცნობილ რეჟისორზე წაყენებულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო დოკუმენტურ მინი სერიალს Allen vs. Farrow- ს, რომელიც წელს უკვე გავიდა HBO-ს ეთერში. ოჯახის ისტორიას ემყარება ექსკლუზიური აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აგრეთვე პოლიციის ჩვენებები. მიუხედავად იმისა, რომ ალენი განაგრძობს ყველა ბრალდების უარყოფას, ბევრს სჯერა, რომ სერიალი საბოლოოდ გაანადგურებს"მის კარიერას.

28 მარტიდან,სერიალი Paramount Plus- ზეც დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system