თავში

სიდნეის ოპერა პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გაიხსნება

სიდნეის ოპერა პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გაიხსნება
სიდნეის ოპერა პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გაიხსნება

სიდნეის ოპერა კორონავირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გაიხსნება. საკონცერტო სივრცეს წარმოდგენის გამართვისთვის ამზადებენ. "მხიარული ქვრივი" იქნება პირველი სპეკტაკლი, რომელსაც ოთხშაბათს მხოლოდ პირბადეებით აღჭურვილი მაყურებლისთვის აჩვენებენ. შეზღუდვების მიხედვით, დარბაზის მხოლოდ 75%-ის ათვისება იქნება შესაძლებელი.

"ეს იქნება იმედის ნიშანი ქვეყნის კულტურული ინდუსტრიისთვის, რომელიც პანდემიის გამო მნიშნელოვნად დაზარალდა", - თქვა მედიასთან ოპერის სახლის დირექტორმა ლინდონ ტერაჩინიმ. 

ქვეყნის მასშტაბით სხვა საოპერო დარბაზების გახსნას უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ, თუმცა დეტალური ინფორმაცია კულტურული ცხოვრების აღდგენის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. 

სიდნეის ოპერის სახლი გასული წლის მარტში დაიკეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system