თავში

Slipknot-ის დამაარსებელი ჯოი ჯორდისონი გარდაიცვალა

​Slipknot-ის დამაარსებელი ჯოი ჯორდისონი გარდაიცვალა
Slipknot-ის დამაარსებელი ჯოი ჯორდისონი გარდაიცვალა

ლეგენდარული დრამერი და ამერიკული როკ-ჯგუფის, Slipknot-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯოი ჯორდისონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.

მისი ცნობით, 46 წლის მუსიკოსი ძილში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია.

დაკრძალვის ცერემონია დახურულ ფორმატში გაიმართება.

გრემის მფლობელი მეტალ ბენდი Slipknot 1995 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ნამუშევარმა Iowa მოუტანა. კოლექტივის წევრები კონცერტებზე მუდმივად ნიღბებით გამოდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system