თავში

სოფელ ლაშეში 113 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი მოლუსკები იპოვეს - PHOTO

სოფელ ლაშეში 113 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი მოლუსკები იპოვეს - PHOTO
სოფელ ლაშეში 113 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი მოლუსკები იპოვეს - PHOTO

სოფელ ლაშეში 100-113 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს. ხარაგაულის მერიის ინფორმაციით მოლუსკები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში იპოვეს.

„სოფელ ლაშეში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესში, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით 100-113 მილიონი წელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები - ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა.

ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. სწორედ ასეთი ამონიტები აღმოჩნდა სოფელ ლაშეში, სადაც როგორც მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.

აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება,“-ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system