თავში

"სოპრანოს კლანის" მსახიობი გარდაიცვალა

​"სოპრანოს კლანის" მსახიობი გარდაიცვალა
სოპრანოს კლანის მსახიობი გარდაიცვალა
© Dave Allocca/Starpix/Shutterstock — Joseph Siravo

ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ სირავო, რომელიც საკულტო კრიმინალურ დრამაში "სოპრანოს კლანი" თამაშობდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სირავოს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

ჯოზეფ სირავომ 1993 წელს ითამაშა "კარლიტოს გზაში". ფილმში მასთან ერთად ალ პაჩინო და შონ პენი მონაწილეობდნენ.

კრიმინალურ სერიალში "სოპრანოს კლანი" სირავო მთავარი მოქმედი გმირის, ტონის მამის, ჯონი სოპრანოს როლს ასრულებდა. ეს ნამუშევარი მისი კარიერისთვის საკულტო გახდა.

მისი ერთ-ერთი ბოლო როლი კი ფილმში "ბრუკლინის ობოლი გახდა", რომლის რეჟისორი ედვარდ ნორტონი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system