თავში

სტივენ კინგმა ახალი ნაწარმოებები $1 დოლარად გაყიდა

სტივენ კინგმა ახალი ნაწარმოებები $1 დოლარად გაყიდა

ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმა საკუთარი ახალი ნოველების კრებულის, If It Bleeds-ის ეკრანიზაციისთვის ადაპტაციის უფლებები 1 აშშ დოლარად გაყიდა. 

ერთ-ერთი ნოველის, "მისტერ ჰარინგტონის ტელეფონის" ეკრანიზაციას Netflix და Blumhouse გადაიღებენ. ნოველა გარდაცვლილ მეზობელთან მოსაუბრე ბიჭის შესახებ მოგვითხრობს.  

ბენ სტილერმა მიიღო უფლებები "ვირთხის" გადაღებებზე. ეს არის მოთხრობა მწერალზე, რომელმაც გარიგება დადო ვირთხასთან. 

ფილმის "ჩაკის ცხოვრება" გადაღების უფლება დარენ არონოვსკიმ მოიპოვა. 

მეოთხე მოთხრობა, რომელიც კრებულში შედის არის  Let It Bleed. მედიის ცნობით, აღნიშნული მოთხრობის ადაპტაციაზე უფლებებს HBO-ს შეიძენს.

თითოეული მოთხრობის ადაპტაციის უფლებისთვის სტივენ კინგმა მხოლოდ 1 აშშ დოლარი მოითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system