თავში

სტრასბურგი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს

სტრასბურგი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს
სტრასბურგი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს

სტრასბურგი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. ინიციატივა სტრასბურგის კინოთეატრ „ოდისეს“ (L’Odyssée) დირექტორს – ფარუკ გუნალთაის ეკუთვნის. ქართული ფილმების ჩვენებები სწორედ კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართება.

4 მარტს ქართული ფილმების პროგრამას გახსნის ოთარ იოსელიანის ფილმი – „იყო შაშვი მგალობელი“. ფილმს აუდიტორიას თავად ოთარ იოსელიანი წარუდგენს, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა.

სტრასბურგში ასევე აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“;

8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“;

10 მარტი – ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი“;

14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“;

15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“;

ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system