თავში

სტუდიამ A24 სერიალ "ეიფორიას" წიგნები მიუძღვნა

​სტუდიამ A24 სერიალ "ეიფორიას" წიგნები მიუძღვნა
სტუდიამ A24 სერიალ ეიფორიას წიგნები მიუძღვნა

სტუდიამ A24 8 წიგნისგან შემდგარი სერია წარმოადგინა, რომელშიც სერიალ "ეიფორიას" სადებიუტო სეზონზე მუშაობაა აღწერილი.

წიგნებში შესულია ჯეიკობ ელორდის ფოტოები, რომლებიც გადასაღებ მოედანზეა გადაღებული, ასევე თითო ეპიზოდის სცენარის ფრაგმენტები, ჰანთერ შაფერის ნახატები, ინტერვიუები ზენდაიასთან, ალექსა დეიმისა და ბარბი ფერეირასთან, ასევე ვიზაჟისტ დონიელა დევისთან, კომპოზიტორ Labrinth-თან და კოსტიუმების მხატვარ ჰაიდი ბივენსთან.

თითო წიგნი "ეიფორიის" ერთ სერიას ეხება.

მათი სახელწოდება გარეკანზეა განთავსებული.

წიგნების ყიდვა 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

"ეიფორია" — ამერიკული თინეიჯერი დრამატული სერიალი, რომელიც შექმნა და დაწერა სემ ლევინსონმა HBO– სთვის. ის დაფუძნებულია ისრაელში წარმოებულ ამავე სახელწოდების სერიალზე. "ეიფორია-ში" სიუჟეტი მიჰყვება საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფს მათი სექსუალური გამოცდილების, ნარკოტიკების, მეგობრობის, სიყვარულის, იდენტურობისა და ტრავმების მეშვეობით. სერიალში მთავარ როლში ზენდაია მონაწილეობს, სხვა მსახიობებს შორის კი არიან: მაუდი ატაპოუ, ანგუს ქლაუდი, ერიკ დეინი, ალექსა დეიმი, ჯეიკობ ელორდი, ბარბი ფერეირა, ნიკა კინგი, სტორმ რეიდი, ჰანთერ შაფერი, ალფი სმითი, სიდნი სუინი და კოლმან დომინგო. სერიალის პრემიერა 2019 წლის 16 ივნისს შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system