თავში

ტალინის კინოფესტივალზე 4 ქართულ ფილმს აჩვენებენ

ტალინის კინოფესტივალზე 4 ქართულ ფილმს აჩვენებენ
ტალინის კინოფესტივალზე 4 ქართულ ფილმს აჩვენებენ

ესტონეთში, ტალინის 24-ე კინოფესტივალზე 4 სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის 3 ფილმი: "მანდარინები", "სამი სახლი" და "ანტონი".

ამასთან, სექციაში CURRENT WAVES აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს “დასაწყისი”. CURRENT WAVES აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერაც უკვე წარმატებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე და რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.

“დასაწყისი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. იგი საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც ა-კლასის ფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system