თავში

თამაშები რომელსაც გეიმერული სამყარო მოუთმენლად ელის - PHOTO

თამაშები რომელსაც გეიმერული სამყარო მოუთმენლად ელის
თამაშები რომელსაც გეიმერული სამყარო მოუთმენლად ელის - PHOTO

როგორც უკვე იცით, 2020 წლის მიწურულს გეიმერული სამყარო Sony-ის და Microsoft-ის ახალ კონსოლებს იხილავს და მასზე უკვე დეველოპერების ახალი ქმნილებების თამაშსაც შეძლებენ. ასე მაგალითად, 29 მაისს PS 4-ის მისადგამებისთვის ექსკლუზიური თამაში Last of Us 2 გამოვა. ორიგინალმა თამაშმა გეიმერული სამყარო თავის დროზე უკვე დატოვა სასიამოვნოდ განცვიფრებული, თავისი გეიმფლეით, გრაფიკით და რაც მთავარია საოცარი ისტორიით. მოკლედ ელის და ჯოელის თავგადასავალი პოსტაპოკალიპუტრ სამყაროში გრძელდება და იმედია პირველი ნაწილის ღირსეულ გაგრძელებას ვიხილავთ.

სამურაები და მათი კატანები, თავბრუდამხვევი ორთაბრძოლები და ულამაზესი პეიზაჟები. თამაში ღია სამყაროთი და მშვენიერი გრაფიკით. PS-ის მფლობელებს კიდევ ერთი გასაოცარი თამაში - "თსუშიმას მოჩვენება" ელოდებათ წინ. თრეილერის ყურების შემდეგ ალბათ ერთხელ მაინც მოგინდებათ ხელში კონტროლერი მოიმარჯვოთ და გადაეშვათ ფეოდალური იაპონიის ეპოქაში, სადაც მოგიწევთ თქვენი კატანა მტრის სისხლით არაერთხელ დასვაროთ. ამ ყველაფრის გაკეთებას კი 2020 წლის ზაფხულში შეძლებთ.

კიანუ რივზის ფუტურისტულ მომავალში ხილვის შესაძლებლობა ხშირად არ გეძლევათ. ამიტომ 17 სექტემბრისთვის, მწყობრში მოიყვანეთ თქვენი პერსონალური კომპიუტერები, X-box one-ები და PS 4-ები იმისთვის, რომ შეძლოთ Cyberpunk-ის სამყაროში მოგზაურობა, ადგილას სადაც ნახევრად რობოტი ადამიანები ქაოტურ გარემოში გადარჩენისთვის იბრძვიან. თქვენ კი მოგიწევთ გამოიჩინოთ მოხერხებულობა და გამოიყენოთ მოთამაშის ინსტინქტები, იმისთის რომ საკმაოდ კომპლექსურ გეიმფლეის ალღო აუღოთ და მომხვდურები ეფექტურად ჩამოიცილოთ გზიდან.

მათ ვინც უკვე დიდი ხანია ელოდება Half-Life-ის მეორე ნაწილის გამოჩენას ორი ამბავი გვაქვს. ერთი კარგი და მეორე ცუდი. კარგი ისაა, რომ მეორე ნაწილი გამოდის, ცუდი კი ის, რომ Half-Life: Alyx -ის თამაშს შეძლებთ მხოლოდ VR სამყაროში. ამის გამო Valve-ს მიმართ უკმაყოფილებას მოთამაშეები არ მალავენ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ Half-Life ერთ-ერთი პიონერია, რომელმაც სათამაშო ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახლა ამას VR-ი საჭიროებს. თამაშის სიუჟეტის მთავარი გმირი, კვლავ ალექს ვინსია, რომელიც კიდევ ერთხე შეეცდება სამყაროს გადარჩენას. თამაში სავსეა თავსატეხებით, საშუალება გაქვთ Half-Life-ის სამყარო ახლოდან დაინახოთ და უცხოპლანეტელებს ამჯერად არა მაუსის, არამედ საკუთარი მოძრაობებით შებრძოლოთ. თამაში ძალიან მალე 23 მარტს გამოვა.

ტკბილი აპრილი ელოდება, მათ ვისაც ძველი თამაშების გაცოცხლებულ ვერსიებს ელის. 3 აპრილს Resident Evil-ის მესამე ნაწილის "რიმეიქი" გამოდის. ჰორორების ჟანრში ლეგენდარული თამაშის განცდის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემა გეიმერებს. ჯილ ვალენტაინის და კარლოს ოლივიერას დუეტი ზომბებით სავსე ქალაქში მისტიკური ბოროტმოქმედის ნემესის დამარცხებას კვლავ შეეცდება. ერთი კვირის შემდეგ კი, ანუ 10 აპრილს საშუალება გექნებათ "უკანასკნელი ფანტაზიის" მეშვიდე ნაწილის რიმეიქზე გადაერთოთ და უზარმაზარი ხმლით აკუწოთ მოწინააღმდეგეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system