თავში

თბილისი და ბათუმი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა

​თბილისი და ბათუმი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა
თბილისი და ბათუმი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა

49 ქალაქი, მათ შორის თბილისი და ბათუმი, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა. ინფორმაცია იუნესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ ახალი ქალაქები ქსელში იმის გამო შეიყვანა, რომ მათ აქვთ სურვილი კულტურა და შემოქმედებითობა თავიანთი განვითარების სათავეში დააყენონ და ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა გააზიარონ.

მისი თქმით, ახალი ურბანული მოდელი ყველა ქალაქში, თავისი არქიტექტორებით, ქალაქმდამგეგმავებით, ლანდშაფტის დიზაინერებითა და მოქალაქეებით უნდა შემუშავდეს.

აზულაის თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, იმუშაონ სახელმწიფოებთან, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა ქალაქებს შორის, რომლის ხელშეწყობაც იუნესკოს სურს.

ქსელი 90 ქვეყნის 295 ქალაქს აერთიანებს და ინვესტიციებს კულტურასა და შემოქმედებაში ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system