თავში

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება
თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტი დღეს, 23 აპრილს, 16:30 საათზე, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარებს. 

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. 

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გაწერილ გეგმას, თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი განაცხადი (აპლიკაცია) გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები და მათში საზოგადოების მაქსიმალური ინტეგრაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system