თავში

თბილისის კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

თბილისის კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
თბილისის კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები კინოთეატრ "ამირანში" გამოავლინეს. დახურვის ცერემონიაზე "ოქროს პრომეთე" ნომინაციაში გამარჯვებულ 9 ნამუშევარს გადაეცა.

- სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი; განსაკუთრებული აღნიშვნა მნიშვნელოვან თემებზე ფილმისთვის: „სველი ქვიშა“ (რეჟისორი ელენე ნავერიანი);

-  განსაკუთრებული აღნიშვნა დებიუტანტ მსახიობ მარინე ყუბანეიშვილს ფილმში „რატომ ვართ ერთად“ შესრულებული როლისთვის.

- განსაკუთრებული აღნიშვნა ლევან თედიაშვილს მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“;

- დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი ორად გაიყო და ოქროს პრომეთე გადაეცა სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ და თათია სხირტლაძის „დიდება დედოფალს“. 

- მოკლემეტრაჟიანი ფილმი განსაკუთრებული აღნიშვნა სამსახიობო ანსამბლისთვის: „პაპანაქება“ (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი); 

- განსაკუთრებული აღნიშვნა კამერისა და განათებისთვის: „სასტუმრო მირაჟი“ (რეჟისორი გურამ ბაქრაძე); 

- ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის: „ტვირთი“ (რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი).

საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ: იაელფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).

დღეს ასევე გამოვლინდნენ საქართველოს კინოცენტრის კონკურსის „წერე ქართულ კინოზე“ გამარჯვებულები:

III ადგილი – აბესალომ დარასელია;

II ადგილი – ელისაბედ ალფაიძე;

I ადგილი – ანი კილაძე.

საფესტივალო კინოჩვენებები 12 დეკემბერს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system