თავში

თბილისის ოპერა 170 წლისაა

თბილისის ოპერა 170 წლისაა
თბილისის ოპერა 170 წლისაა

170 წლის წინათ, 1851 წლის აპრილში თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა არქივმა ისტორიული ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტო ფრანგული ჟურნალიდან „L’illustration Journal Universel“ არის აღებული (1851 წლის 25 ოქტომბერი), რომელიც ახლავს ფრანგი დიპლომატის, ედმონდ დე ბარერეს სტატიას თბილისის ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით.

თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, თბილისში, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე იყო განთავსებული. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა.

შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა. გამოცემა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system