თავში

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ 1-8 დეკემბერს გაიმართება

​„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ 1-8 დეკემბერს გაიმართება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ 1-8 დეკემბერს გაიმართება

„თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი“ პირველიდან 8 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. წლევანდელ ფესტივალზე ასამდე ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ მაყურებელი სხვადასხვა სექციაში ნახავს.

წელს თბილისის კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომლის წევრებიც ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი იქნებიან.

კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრიზი "პრომეთე" კარლოს რეიგადასს, სტივენ ფრირზსა და ირაკლი კვირიკაძეს გადაეცემათ.

გაიმართება 90 წამიანი ფილმების კონკურსიც, რომლის მიზანიც ახალგაზრდა რეჟისორების აღმოჩენაა. კატეგორიაში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

ფესტივალს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ გახსნის, რომელსაც მუსიკალურ აკომპანიმენტს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გაუწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system