თავში

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ელექტრონულად ჩატარდება

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ელექტრონულად ჩატარდება
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ელექტრონულად ჩატარდება

მწერალთა სახლის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორიოს ლიტერატურული ფესტივალი ელექტრონულად ჩატარდება. 

TIFL DIGITAL-ის ფარგლებში შეიქმნება საფესტივალო არქივი, სადაც მე-6 მონაწილე ავტორებს დაინტერესებული საზოგადოება გაიცნობს. მწერალთა სახლის ცნობით, დაგეგმილია დისკუსიები, ავტორებთნ შეხვედრები და პოეზიის კითხვა, ვიდეო-ფორმატის მასალები დისტანციურად, მთარგმნელებისა და ლიტერატორების მოდერაციით ჩაიწერება. ყველა ვიდეო ფესტივალისა და მწერალთა სახლის ონლაინ პლატფორმებზე ქართული სუბტიტრებით გამოქვეყნდება.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება ხოლმე. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო და დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system