თავში

თბილისის საკრებულოში ანსამბლ "რუსთავის" 50 წლის იუბილე აღნიშნეს

თბილისის საკრებულოში ანსამბლ "რუსთავის" 50 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისის საკრებულოში ანსამბლ რუსთავის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

თბილისის საკრებულოში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავის’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი მოადგილესთან ერთად ესწრებოდა. 

კახა კალაძემ ანსამბლს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა. სიგელები გადაეცათ, ასევე, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და მთავარ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს.

„მინდა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილე მივულოცო. სიტყვები არ მყოფნის, გადმოვცე ის ემოცია, რაც ახლა ვნახეთ და მოვისმინეთ. ეს არის ანსამბლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვს ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა; თითოეული ქართველისთვის საამაყო ჩვენი ხალხური საიმღერა და ცეკვა. 50 წელი არც ძალიან ცოტაა და არც ძალიან ბევრი. მინდა ვუსურვო მათ კიდევ დიდი წარმატებები, რათა თაობებს გადასცენ ის ქართული სულისკვეთება, რაც ჩვენს ცეკვასა და სიმღერაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა რამდენიმე საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ამასთან, ,,რუსთავმა" საკრებულოს საჩუქრად საიუბილეო ანთოლოგია გადასცა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერაა შესული.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა. მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system