თავში

თბილისს ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასი ეწვია

თბილისს ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასი ეწვია
თბილისს ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასი ეწვია

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. წლევანდელი თარიღი, თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, მიეძღვნა ისტორიული ჰერეთის – სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც სახელმწიფო სტატუსის მქონე ერთადერთი ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ქართული თეატრის დღის აღსანიშნად გაიმართა სპეციალური ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღო ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასმა, რომელიც სრული შემადგენლობით თბილისს აზერბაიჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია. ღონისძიების ფარგლებში ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ანზორ დოლენჯაშვილს, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, თეატრის მესვეურებს კი– „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დასის წევრებს ქართული თეატრის დღე პირადად მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system