თავში

თბილისში ქუჩის მუსიკოსებმა რევაზ ლაღიძის სიმღერები შეასრულეს

თბილისში ქუჩის მუსიკოსებმა რევაზ ლაღიძის სიმღერები შეასრულეს
თბილისში ქუჩის მუსიკოსებმა რევაზ ლაღიძის სიმღერები შეასრულეს

თბილისის საკრებულოსა და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, ქუჩის მუსიკოსებმა კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სიმღერები შეასრულეს. 

"გადავწყვიტეთ, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის იუბილე ქუჩის მუსიკოსებთან ერთად აღგვენიშნა და მის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ ამ ფორმით გამოგვეხატა’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.

რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა. ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია, მათ შორისაა: ოპერა ,,ლელა’’, მუსიკალური კომედიები, რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა, ასევე წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის და ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system