თავში

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

15-22 დეკემბერს, თბილისის ყოევლწლიური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება. როგორც report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პანდემიიდან გამომდინარე ფესტივალმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები. 

"15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ შეძლებს.

15 დეკემბრიდან - 18 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში" - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. 

პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია:

ვებ გვერდზე - https://tbilisiinternational.com

FACEBOOK გვერდზე - https://www.facebook.com/TbilisiInternational

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system