თავში

თბილისში თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიმართება

თბილისში თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიმართება
თბილისში თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიმართება

იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან", რომელიც ღია იქნება მნახველისთვის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც "აბრეშუმის გზის" გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა (გავიხსენოთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა "Evidence. A New State of Art", რომელიც 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. აქვე ვახსენოთ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამაც ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის).


გამოფენილი 38 ნამუშევარი (8 მათგანი ფარნეზინას კოლექციაშია დაცული) წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს და განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით (ფერწერით, ფოტოგრაფიითა თუ ინსტალაციით) შექმნილ ნამუშევრებს. ექსპოზიციის სამი ძირითადი თემა მოგზაურობას, სიახლესთან შეხვედრასა და აღმოჩენას უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system