თავში

თეა წულუკიანი მესტიას, უშგულსა და ზემო სვანეთის სოფლებს ესტუმრა

​თეა წულუკიანი მესტიას, უშგულსა და ზემო სვანეთის სოფლებს ესტუმრა
თეა წულუკიანი მესტიას, უშგულსა და ზემო სვანეთის სოფლებს ესტუმრა

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით მესტიას, უშგულსა და ზემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. მინისტრი სვანეთში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითვმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დაბა მესტიაში სტუმრებმა რეაბილიტირებული და ასევე ის ძეგლები დაათვალიერეს, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე, მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად უშგულსაც ეწვია და იუნესკოს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და ამ მხრივ მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნო.

„გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით არა მხოლოდ სხვადასხვა პროექტის ავტორებს, ოსტატებსა და მშენებლებს, არამედ ასევე მოსახლეობასაც და მივაღწიეთ შეთანხმებებს ლაღამთან (მესტია), მულახთან, ხალდესა და უშგულის ოთხივე სოფელთან დაკავშირებით. აგვისტოდან, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა ამ დასახლებებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოიფხვრას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system