თავში

თეა წულუკიანი ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელებს შეხვდა

თეა წულუკიანი ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელებს შეხვდა
თეა წულუკიანი ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის ხელმძღვანელობას შეხვდა.

დასის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელისგან მინისტრმა მათი საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და თავის მხრივ, სამინისტროს რამდენიმე ინიციატივა გააცნო.

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა დასის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტებიც გააცნო, და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. აქედან გამომდინარე, მინისტრმა დასის ხელმძღვანელობას საქართველოს რეგიონებში ტურნეების გამართვაში მხარდაჭერა აღუთქვა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system