თავში

თეა წულუკიანი ოზურგეთის თეატრს დასს შეხვდა

თეა წულუკიანი ოზურგეთის თეატრს დასს შეხვდა
თეა წულუკიანი ოზურგეთის თეატრს დასს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის რეგიონებში გასვლითი შეხვედრები გრძელდება. ზუგდიდის შემდეგ, მინისტრი ეწვია სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით არის დაგეგმილი. თეა წულუკიანმა თეატრის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და სპექტაკლის გენერალურ რეპეტიციას დაესწრო.

მინისტრმა, ასევე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასა და დასის წევრებთან გამართა შეხვედრა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონული თეატრების გაძლიერება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თეატრებს შორის თანამშრომლობისა და თანადგომის მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ოზურგეთის თეატრი კარს გაუღებს ყველა იმ თეატრს, რომელსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს და იქცევა კულტურულ ჰაბად, სადაც სხვადასხვა თეატრის წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები და ამ დარგის სპეციალისტები მოიყრიან თავს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია, „თეატრალური საზოგადოების“ ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მინისტრმა პირადად დაათვალიერა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი და სამუზეუმო სივრცე. თეა წულუკიანმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის რეაბილიტაციისა და გადარჩენისთვის.

ინფორმაციას სამინსიტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system