თავში

თეა წულუკიანი თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

თეა წულუკიანი თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა
თეა წულუკიანი თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა.

მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობას გააცნო სამინისტროს ხედვა სახელმწიფოს მიერ თეატრების დაფინანსების საკითხზე. მისი თქმით, დროსთან ერთად თეატრები უნდა გადავიდნენ მართვის ისეთ მოდელზე, რომ სრულად თუ არა, დიდწილად მაინც შეეძლოთ საკუთარი ხარჯების უზრუნველყოფა მათივე შემოსავლებით. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო თეატრების ფინანსურ ხელშეწყობას გააგრძელებს.

წულუკიანი თეატრის ხელმძღვანელობისგან განვითარების კონცეფციის შემუშავებასაც ელოდება. 

შეხვედრაზე განხილული იყო ასევე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინაშე მწვავედ მდგარი პრობლემები, რაც ძირითადად უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქედან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს და მინისტრმა მისი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვა თეატრს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system