თავში

თეა წულუკიანი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის გახნსას დაესწრო

თეა წულუკიანი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის გახნსას დაესწრო
თეა წულუკიანი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის გახნსას დაესწრო

თეა წულუკიანი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის გახსნას დაესწრო

საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ვასო აბაშიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო ახალი თეატრის გახსნას დაესწრო.

მინისტრმა პირადად მიულოცა თეატრის სამსახიობო დასსა და ხელმძღვანელობას განახლებული თეატრის გახსნა, მადლობა გადაუხადა მის წინამორბედ ყველა მინისტრს, ვისაც თეატრის აღდგენის საქმეში წვლილი აქვს შეტანილი.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალი თეატრი არ არის მხოლოდ ახალი შენობა, არამედ ეს არის თეატრის ახალი კონცეფცია, რომლის თანახმადაც, თეატრი ეკუთვნის მთელ კულტურის სფეროს და არა მხოლოდ ერთ დასს. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 15 მლნ ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა, შენობა სრულად გარემონტდა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, დარბაზი ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათებისა და გახმოვანების სისტემით და მოძრავი სცენით აღიჭურვა, შენობაში მოეწყო სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეები, კაფე და ა.შ. 

შედეგად, თეატრალურ სივრცეს შეემატა მაყურებლისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system