თავში

თეა წულუკიანმა ჩასაბერი საკრავების ახალგაზრდული ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველს გააცნო

თეა წულუკიანმა ჩასაბერი საკრავების ახალგაზრდული
თეა წულუკიანმა ჩასაბერი საკრავების ახალგაზრდული ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველს გააცნო

კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ჩასაბერი საკრავების ორკესტრმა კონცერტი გამართა. მისი მიზანი სხვადასხვა თაობის მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი კავშირის დამყარება იყო. 

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სკოლის 25-მა აღსაზრდელმა და ბავშვთა ორკესტრის დირიჟორმა სერგო ტყაბლაძემ.

ღონისძიება მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით მოეწყო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ბავშვთა ორკესტრის საქმიანობას გაეცნობოდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ორკესტრის წევრები. 

თეა წულუკიანმა ნიკოლოზ რაჭველსა და ორკესტრის წევრებს მოუწოდა, მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებთან და მათ მასტერკლასები ჩაუტარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system